საზოგადოება
ნოქალაქევს ახალი თანამედროვე სკოლა ექნება

noqalaqevi_09ნოქალაქევის საჯარო სკოლის  ხის ძველი შენობა 1931 წელს აშენდა. ამორტიზებულ შენობას ექსპლუატაციის ვადა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაუვიდა. ამ სკოლის 150 მოსწავლეს მეზობელ სოფელში უხდებოდა სკოლაში სიარული.

ახალი თანამედროვე სკოლა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სენაკის რაიონში აშენებს, 300 ბავშვზეა გათვლილი.

სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას  სამინისტრო  უშუალოდ ადევნებს თვალყურს.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, პარლელურად ხდება ეზოს მოპირკეთება – შემოღობვა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი,  სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსაც მოემსახურება და ამით  ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.

 

საქინფორმი