რელიგია
ილია მეორე: „ერთად დავანგრიოთ უნდობლობისა და სიძულვილის კედელი“

ilia_meore3სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში ქართველ, აფხაზ, ოს, ასევე, მსოფლიოს შვიდი ქვეყნიდან ჩამოსულ ბავშვებს შეხვდა.

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. საუბარი, ძირითადად, ქართველი და აფხაზი ერების მეგობრობასა და ამ თბილი ურთიერთობების აღდგენას შეეხო. კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა ფინეთ-საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია „ევრიკას“ ინიციატივითა და საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდების სურვილით შედგა.

„ერთად დავანგრიოთ უნდობლობისა და სიძულვილის კედელი“, – ბრძანა პატრიარქმა შეხვედრაზე.

ამასთან, უწმიდესმა ბავშვები, რომლებიც საქართველოს პროექტი „საერთაშორისო საზაფხულო სკოლის“ ფარგლებში ეწვივნენ, დალოცა და თითოეული მათგანი საგალობლების კომპაქტდისკებით დაასაჩუქრა.

 

საქინფორმი