საზოგადოება
აქცია „მეც დევნილი ვარ“ დღეს სახალხო დამცველის ოფისთან გაიმართება

devnilebis-aqciaაქციის მონაწილეები სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ სურთ, გაიგონ სახალხო დამცველის პოზიცია, რას ფიქრობს დევნილთა გამოსახლების მესამე ტალღაზე, ასევე, უკვე დაზარალებული დევნილების პრობლემების გადაჭრაზე და იმ დევნილებზე, რომლებსაც ხელისუფლება სასტუმრო „აფხაზეთიდან“ იძულების წესით უპირებს გამოსახლებას.

აქციის ორგანიზატორები ამჯერადაც „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“, დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და დევნილთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

ტუღუშის ოფისთან დევნილთა აქცია დღეს, 12:00 საათზე, გაიმართება.

 

საქინფორმი