პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო. ჩაინიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს.

კომიტეტის სხდომამდე ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ოფიციალურად წარედგინა.

რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს დარგების შესაბამისად მოუსმენენ, პლენარულ სხდომაზე კი პარლამენტის წინაშე პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამთავრობო გუნდთან ერთად წარდგება.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.