სასტუმრო „აფხაზეთის“ ყოფილი შენობა შპს „ველაჯიომ“ შეიძინა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის N25-ში მდებარე ობიექტი შპს „ველაჯიომ“ შეიძინა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ლევან კალმახელიძე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის ძმაა, თუმცა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთნ საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია თავად მინისტრმა უარყო. „სამწუხაროდ, ძმა საერთოდ არ მყავს. იმედია, ჭორებს არე დაუჯერებთ“, – აღნიშნა კალმახელიძემ.
ლევან კალმახელიძის მიერ სასტუმრო „აფხაზეთის“ ყოფილი შენობის შეძენის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
სასტუმრო „აფხაზეთის“ ყოფილ შენობაში ცხინვალის 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დევნილები ცხოვრობენ. მათი გამოსახლება უახლოეს დღეებში იგეგმება.
საქინფორმი