„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან.
მაგალითად - პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 11 680 ლარია, წლიურად - 140 160 ლარი.
საშემოსავლოს 20%ის-ს გამოკლებით, დეპუტატის შემოსავალი თვეში 9 344 ლარი გახდება, წლიური დარიცხული, ანუ ხელზე ასაღები ხელფასი კი - 112 128 ლარს გაუტოლდება.
ახალ პარლამენტში ოპოზიციას 61 მანდატი ერგო, და თუ ეს 61 პარლამენტის წევრი თავის დაპირებას შეასრულებს და პარლამენტში არ შევა, სახელმწიფოს ბიუჯეტი, ანუ გადასახადების გადამხდელები - საქართველოს ყველა მოქალაქე დიდ თანხას დაზოგავს: გავამრავლოთ პარლამენტის წევრის წლიური ხელფასი 140 160 ლარი ოპოზიციის 61 დეპუტატზე და კიდე 4-ზე, რადგანაც 4 წლით არიან არჩეულნი. გამოდის 34 მილიონი 199 ათასი 040 ლარი. რაც დოლარის დღევანდელი ყველაზე მაღალი კურსით 12 მილიონ 481 ათას 401 დოლარს უდრის.
ამასთან დაკავშირებით ძველი ტფილისური ხუმრობა გამახსენდა: „კაცო, არ გინდა სომეხი იყო და მილიონი დოლარი ჰქონდეს?“ - უთხრეს ერთ გაჭირვებულ ქართველს. „ვა, თან სომეხი და თან - მილიონი ვალი?!“ - არ დაიბნა ყარაჩოხელი. ჰოდა, თან 4 წელი პარლამენტში 61 სამშობლოს მოღალატის ლანძღვა-გინებას ვუყუროთ და თან ვარჩინოთ, მილიონობით ლარი გადავუხადოთ?! ნამეტანი ხომ არ არის მახინჯი აგენტების უნიჭო შოუში?! გადაამისამართეთ ეს თანხა ჯანდაცვაში, წამლები უყიდეთ გაჭირვებულებს, ბევრი კეთილი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი! მაგრამ ქართველი ხალხი სიხარულით შეინახავს ამ 61 გარყვნილს ... ციხეში! ოპოზიციასაც უღირს ქუჩაში დარჩენა, რადგანაც "გლობალური ომის პარტია" ამ ქუჩის მაწანწალებს ბევრად მეტს უხდის, ვიდრე სადეპუტატო ხელფასია!“ - წერს ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი თავის Facebook-გვერდზე.
2024 წლის 25 ნოემბერი
საქართველო, თბილისი