საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. კორონავირუსმა, რომელმაც მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი შეიწირა, შეიქმნა ბიოლოგიური დაცვის პროგრამის ფარგლებში და ამ მომაკვდინებელი ვირუსის დაბადების ადგილი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ლაბორატორია უნდა იყოს! — აცხადებს ბიოლოგი რობერტ რედფილდი, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო ცენტრებს (CDC) 2018-2021 წლებში. უფრო მეტიც, იგი თვლის, რომ ვირუსი შეგნებულად შეიქმნა ბიოლოგიური დაცვის პროგრამის ეგიდით.
რობერტ რედფილდი: “ჩინეთს პასუხისმგებლობა ეკისრება არა ვირუსის შექმნის ან ლაბორატორიული გამოკვლევების გამო, არამედ ჯანდაცვის საერთაშორისო წესების დარღვევისათვის, როცა ჩემსავით დაუშვა, რომ ორმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული 48 საათის მან’ილზე ლაბორატორიასთან წვდომა ჰქონოდა ადამიანთა გარკვეულ წრეს.
აშშ აფინანსებდა კვლევებს როგორც ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH), ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და თავდაცვის სამინისტროს ხაზით. ამ კვლევების სულისჩამდგმელია რალფ ბარიკი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან, რომელმაც შექმნა ზოგიერთი ორიგინალური ვირუსული მიმართულება, თუმცა, ამის დამტკიცება არ შემიძლია. ამასთანავე, არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ ვირუსი, სწორედაც რომ ჩაპელ-ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეიქმნა.
აღნიშნულ განცხადებას წინ უსწრებდა ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრის ფლერ აგემის გამოსვლა საპარლამენტო მოსმენებზე, სადაც აღიარებულ იქნა, რომ „კოვიდ-19“ წარმოადგენდა სამხედრო ოპერაციას, რამდენადაც მისი უწყება ვირუსთან ბრძოლის პოლიტიკით პანდემიის დროს ასრულებდა ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ამის შესახებ იუწყება ამერიკული გამოცემა SLAY, რომელსაც მოჰყავს ცნობილი ნიდერლანდელი ექიმის ელ სვან ვიინის სტატია X-ის სოციალურ პლატფორმაზე: „ეს იყო სამხედრო ოპერაცია, რადგან ჯანმრთელობის მინისტრი ექვემდებარება ნატო-სა და NCTV-ს“.
EADaily-ს ცნობით, 2021 წელს ამერიკის საზოგადოებრივი ორგანიზაცია Ecohealth Alliance-ს პრეზიდენტმა პიტერ დაშაკმა დატოვა გაეროს კომისია, რომელიც იკვლევდა „კოვიდ-19“-ის გამომწვევ მიზეზებს. სკანდალის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მისდამი რწმუნებული ორგანიზაცია ღამურებისა და კორონავირუსების მასშტაბური შესწავლისას ჩინეთში ხარჯავდა ფედერალურ ფინანსებს, მათ შორის, უხანელ მეცნიერებთან ერთად განხორციელებულ პროექტებში.
2002 წლიდან ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიგო აშშ-ის სახელმწიფო დაწესებულებათა 30 გრანტი და 39 ქვეგრანტი, საერთო ღირებულებით — 111 მილიონი დოლარი, რის შესახებაც იუწყება პორტალი USAspending.gov. აქედან 50 მილიონი დოლარი Ecohealth Alliance-მ მიიღო 2008-2020 წლებში პროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებული იყო ღამურებთან და კორონავირუსებთან.
ერთ-ერთ თავის ინტერვიუში 2019 წელს პიტერ დაშაკი ტრაბახობდა, რომ კორონავირუსის საშუალებით თავისუფლად შეილება მანიპულირება, რასაც ახდენს კიდეც რალფ ბარიკთან ერთად. მოგვიანებით ამერიკის ახალი ამბების სააგენტო The Intercept-მა მოიპოვა დოკუმენტები იმის შესახებ, თუ როგორ ატარებდა ჩინეთში კორონავირუსების მასშტაბურ კვლევებს ნიუ-იორკული Ecohealth Alliance, თანაც საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით. პროექტი არ იყო შეზღუდული მხოლოდ სტანდარტული კვლევებით, არამედ ითვალისწინებდა ხელოვნური ვირუსის შექმნას და ადამიანებზე მისი ზემოქმედების შესწავლას. „ჩვენ შევქმნით ქიმერულ SARSr-COVs-ს და შევაფასებთ მის უნარს, დაასნებოვნოს hACE2, cACE2, cACE2 Vero და Hela უჯრედები, აგრეთვე ადამიანის სასუნთქი გზების პირველადი ეპითელური უჯრედები და შესაძლოა, CaCo უჯრედებიც... შემდგომ პათოგენობისა და კლინიკური ნიშნების შესაფასებლად ჩვენ მოვახდენთ თაგვების ექსპერიმენტულ ინფიცირებას“, - გაცხადებული იყო Ecohealth Alliance-ს გეგმებში და ეს ყველაფერი რეალობად იქცა.
ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ნაციონალური ცენტრის საიტზე გაჩნდა კვლევა სახელწოდებით „ღამურის ცირკულირებადი კორონავირუსის SARS-ისებრი კლასტერი წარმოადგენს საფრთხეს კაცობრიობისათვის“, რომელშიც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის, ტოქსიკოლოგიური კვლევების, კვებისა და მედიკამენტების ნაციონალური ცენტრის, შვეიცარიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სპეციალური პათოგენებისა და უსაფრთხოების ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს ქიმერული ვირუსის შექმნის თაობაზე SHCO14 ზედაპირული ცილებისა და SARS ვირუსისაგან, რათა მომხდარიყო მისი ჩანერგვა თაგვების ორგანიზმში ადამიანისთვის დამახასიათებელი ავადობის ნიშნების მიმიკრირებისა და შემდგომი შესწავლისათვის.
გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ვირუსს შეუძლია, დაასნებოვნოს ადამიანის უჯრედები, ხოლო რამდენად საშიშია იგი, ნათლად ჩანს მეცნიერთა ერთმნიშვნელოვანი დასკვნიდან, რომ მსოფლიოში არ არსებობს პროფილაქტიკური და იმუნოთერაპიული საშუალებანი ატიპიური პნევმონიისაგან თავის დასაცავად.