საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. კორონავირუსი Covid-19, რომელმაც 7 მილიონი ადამიანი შეიწირა მთელ მსოფლიოში, შეიქმნა ბიოლოგიური დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნეს და მომაკვდინებელი ვირუსის დაბადების ადგილი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ლაბორატორია იყო. ამის შესახებ დანა პერიშის პოდკასტში განაცხადა ბიოლოგმა რობერტ რედფილდმა, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს (CDC) 2018-2021 წლებში.
„ვფიქრობ,ვირუსი განზრახ შეიქმნა ბიოლოგიური დაცვის პროგრამის ფარგლებში”, - განაცხადა რობერტ რედფილდმა.
პოდკასტის წამყვანის კითხვაზე, რა როლი შეასრულა აშშ-მა, სახელმწიფო ცენტრების ყოფილმა ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ - მნიშვნელოვანი, ჩინეთისგან განსხვავებით.
„ჩინეთი არ არის პასუხისმგებელი ლაბორატორიულ კვლევებსა ან ვირუსის შექმნაზე. მათ არ დაიცვეს ჯანდაცვის საერთაშორისო წესები, როცა მიხვდნენ, რომ პრობლემა შეექმნათ. მათ ლაბორატორიაზე წვდომა მისცეს ჩემნაირ ადამიანებს CDC-დან 48 საათის განმავლობაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - შენიშნა რობერტ რედფილდმა.