საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-სა და ევროკავშირს სურთ ქაოსი კავკასიაში, სიტუაციის დესტაბილიზაცია, მათ სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მათ სურთ იქ ისეთი ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს და არა საქართველოსთვის, ან ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოს დასჯით ემუქრება სუვერენული კურსის გამო, იმის გამო, რომ ხალხმა არჩევნებში ხმა მისცა ისე, როგორც სწორად მიაჩნდა და როგორც სურდა.
„როდესაც ისინი საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე, ეს არის სიტუაცია, როდესაც ქურდს ქუდი ეწვის. ისინი ამას აკეთებენ იმისათვის, რომ დაფარონ საკუთარი დასავლური დანაშაული“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ქართველი ხალხი პროვოკაციას არ წამოეგება და საქართველო და ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი იდენტობის დაცვას“.