სამართალი
ბექაურის თქმით, წამების საფუძველზე ლაშა არქანიას იძულებით მოაწერინეს ხელი ე.წ. აღიარებით ჩვენებაზე. „არქანიას სხეულის დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, აქტიურად არის ჩართული გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“. მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი განცხადებისა და საჩივრისა, ბრალდებულ ლაშა არქანიას ცემისა და წამების ფაქტზე არც საქართველოს მთავარ პროკურატურას და არც სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას დღემდე გამოძიება არ დაუწყია“, – აცხადებს ბექაური.
ლაშა არქანიას იარაღისა და ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
საქინფორმი