აქტუალური
საქართველოდან სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტი დროებით შეჩერებულია

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. დროებით შეჩერებულია სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო, ნათქვამია კომპანია „გაზპრომ სომხეთის“ განცხადებაში.

გაზის მიწოდება 13 ნოემბერს 10:00 საათზე შეწყდა.

გაზგამანაწილებელი კომპანიის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ სატრანზიტო გაზსადენის „ყაზახ-საგურამოს“ მონაკვეთზე (DN 1000) საგანგებო აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება, რასთან დაკავშირებითაც სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუჩერდება.

ამ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება შეუფერხებლად შიდა რეზერვებისა და ირანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების დახმარებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარემონტო სამუშაოები დასრულდება და გაზმომარაგება აღდგება 14 ნოემბრის 22:00 საათამდე.

„გაზპრომ სომხეთის“ მფლობელი „გაზპრომია“. კომპანია აწვდის გაზს ქვეყნის შიდა ბაზარს.