აქტუალური
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. „საქსტატის“ მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19.022.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5.468 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.8%-ით, 13.554 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.086 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.