აქტუალური
გაერთიანებულმა სამეფომ ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის ყოფილ „ლიდერს“, ანატოლი ბიბილოვს 7 ნოემბერს სანქციები დაუწესა.

56 ახალი სანქციის სამიზნეები გახდნენ ის მომწოდებლები, რომლებიც რუსეთის სამხედრო წარმოებას ეხმარებიან, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დაქირავებული ჯგუფები, რომლებიც სუბსაჰარის აფრიკაში მოქმედებენ, კრემლთან დაკავშირებული 3 კერძო დაქირავებული ჯგუფი და რუსულ მარიონეტულ რეჟიმებთან დაკავშირებული 11 პირი.

ბიბილოვს კრემლთან დაკავშირებულ კერძო დაქირავებულ ჯგუფებთან კავშირის გამო დაუწესეს სანქციები, რომლებიც მოიცავს აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და სანქციებს სატრასტო მომსახურებაზე. 

ანატოლი ილიჩ ბიბილოვი მონაწილეობს ან მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში ან მისთვის საფრთხის შექმნაში, რადგან იგი მონაწილეობს, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნებისმიერ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.