საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა.
„ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.