აქტუალური
საქართველოს ჯეიმზ გვორთნი და რენდალ ჰოლქომბი ეწვევიან

amagida

10-15 აგვისტოს საქართველოს თანადამფუძნებელი და თანაავტორი კვლევისა  „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“, ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჯეიმზ გვორთნი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი რენდალ ჰოლქომბი ეწვევიან.

ვიზიტის მიზანს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების მდგომარეობაზე 30-წლიანი დაკვირვებების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგებლებში დოქტორი გვორთნი და დოქტორი ჰოლქომბი საქართველოს სამთავრობო, ბიზნესის, აკადემიური, არასამთავრობო, პოლიტიკური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

11 აგვსიტოს კი, 15:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა „თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტები“ გაიმართება. დისკუსიაში ჯეიმს გვორთნი და რენდალ ჰოლქომბი შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ეკონომიკური თავისუფლების, საკუთრების ხელშეუხებლობისა და კანონის მმართველობის მნიშვნელობა, დემოკრატიული მმართველობის ეკონომიკური ანალიზი და სხვადასხვა წარმატებული რეფორმის მიმოხილვა, მათ შორის, ისეთი ქვეყნების მაგალითზე, როგორიცაა: სინგაპური, სამხრეთ კორეა, ირლანდია, სლოვაკია, ჰონგკონგი (ჩინეთი) და ა.შ.

 

საქინფორმი