საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.
საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები 24.5 პროცენტით მომატებულია პირადი ნივთებზე, 12.9 პროცენტით – დაზღვევაზე, 4.5 პროცენტით – საფინანსო მომსახურებასა და 1.8 პროცენტით – პირად ჰიგიენაზე.
ამასთან, ფასები 7.6 პროცენტით გაიზარდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში, რაც წლიურ ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.4 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.8 პროცენტი);
განათლების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 10.0 პროცენტითაა მომატებული სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე, საშუალო განათლებაზე – 5.8 პროცენტით და უმაღლეს განათლებაზე – 2.8 პროცენტით.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.1 პროცენტი); რაც შეეხება კავშირგაბმულობას, ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა.