აქტუალური
მეთიუ მილერი: საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ - იმედი მაქვს, ის გააზიარებს ამ ინფორმაციას

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ, იმედი მაქვს, ის გააზიარებს ამ ინფორმაციას, ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს ოფიციალურ პირებს გამოძიებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, მილერის თქმით, აშშ კონსულტაციებს გადის ევროპელ კოლეგებთან სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

ჩვენ, ასევე, ცხადი გავხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში იმაზე, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო.

პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ, როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ის გააზიარებს ამ ინფორმაციას. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, მას საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ ნებისმიერი სხვა”, - აღნიშნა მილერმა.