ამის შესახებ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ქაცარავამ „ლეიბორისტული პარტიის“ განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გადასახადად 100 ლარი დაწესდება.
„100 ლარი არცერთ ბაღში არ დაწესდება. ვფიქრობთ, ეს იქნება გაცილებით ნაკლები თანხა, დაახლოებით, 50 ლარის ფარგლებში. ზოგიერთ ბაღებში შესაძლებელია, იყოს ნაკლებიც, ერთეულ ბაღებში – 70 ლარი, თუმცა მხოლოდ ერთეულ ბაღებში“, – განმარტა ქაცარავამ.მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერიის გადაწყვეტილება ემსახურება სოციალური სამართლიანობის აღდგენას ბაღებში. „ბაღებთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიღებულია ფსიქოლოგებთან, სოციოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ სკოლამდელი განათლების საკითხებში. რაც შეეხება გადასახადებს, მშობლებს გადასახადების გადახდა მაინც უწევდათ. ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიზანია გადასახადების მოწესრიგება, სისტემატიზაცია და მისი გამჭვირვალობა, რაც საბოლოოდ საბავშვო ბაღებში ხარისხის ამაღლებას ემსახურება“, – განაცხადა ქაცარავამ.
ლეიბორისტები კი მიიჩნევენ, რომ „ბაგა-ბაღების თვითდაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქართველები არ გამრავლდნენ და ეს არის ბავშვთა მოძულე პოლიტიკა“.
საქინფორმი