აქტუალური
სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილები გამოსახლების შემთხვევაში თავშესაფარს ცხინვალში მოითხოვენ

afxazსასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილები გამოსახლების გადავადებასა და ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მათ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე განაცხადეს, „არ აპირებენ უბრძოლველად სასტუმროს დათმობას და  ძალით გამოსახლების შემთხვევაში თავშესაფრის მოთხოვნას ცხინვალში გეგმავენ“.

მათივე ინფორმაციით, აქვთ ცნობა იმის შესახებ, რომ სასტუმროს შენობა იყიდება.

როგორც დევნილები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სასტუმროს დასაცლელად10-დღიანი ვადა მისცა.

ამასთან, დევნილები დღეს, 17:00 საათზე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ.

 

საქინფორმი