რელიგია
წმიდა სინოდის წევრებთან დაკავშირებით პრესაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დროს ინტერნეტის და პრესის საშუალებით წმიდა სინოდის წევრებთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი და არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ეს არის ზოგიერთ შემთხვევაში მიზანმიმართული, ზოგჯერ კი გაუცნობიერებული ქმედება, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხის დაბნევას და მრევლში უნდობლობის დანერგვას ემსახურება. მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას, არ აჰყვნენ ასეთ ქმედებებს, რადგან იგი ყურადღების სხვაგან გადატანის, ეკლესიაში შფოთის შემოტანის, მისი დასუსტების მცდელობაა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქინფორმი