სამართალი
საპარლამენტო არჩევნებში 18:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლის შედეგები

საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%;

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6%;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 7.0%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

ტელეკომპანია „ფორმულას დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 40,9%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16,7%;

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 16,7%;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10,3%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 8,2%.

ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, „ჰარის იქსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 42%;

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 18%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 13%;

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 9%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 8%.