საზოგადოება
საგამოცდო სააპელაციო განცხადებების მიღება ხვალიდან იწყება

apelaciaგამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 10 აგვისტოს დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება, რომელიც 15 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (კოსტავას 77), ხოლო რეგიონებში – ყველა რაიონულ რესურსცენტრში.

განაცხადები მიიღება ყოველდღე, კვირის გარდა, 10.00-დან - 18.00 საათამდე.

აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. პირებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეფასება შეეცვლებათ, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

აპელაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 

საქინფორმი