საზოგადოება
საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში დიდი პროგრესი ჰქონდა ქვეყანას ტურიზმის სექტორში და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული.
„ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი გასული წლების განმავლობაში და აქაც ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ. თუ გაგრძელდა პროცესები ისე, როგორც გრძელდება, და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, ჩვენი გეგმის მიხედვით, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.