პოლიტიკა
ალექსანდრე ანქვაბი გალის მოსახლეობას საახალწლოდ საზღვრების გახსნას ჰპირდება

anqvabiაფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ალექსანდრე ანქვაბი გამარჯვების შემთხვევაში გალის მოსახლეობას საახალწლოდ საზღვრების გახსნას ჰპირდება. 

ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელმა გალის რაიონის სოფელ თაგილონში  მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრისას განაცხადა.

 

მისის თქმით, საახალწლოდ გალის ადმინისტრაციული საზღვარი ხუთ ადგილას გაიხსნება.

„იფუნქციონირებს ენგურის ცენტრალური გადასასვლელი. ამასთან, საზღვარი ორი მაღალი ზონისა და ორი დაბალი ზონის სოფლებთან გაიხსნება“, – განაცხადა ანქვაბის წარმომადგენელმა.

ამასთან, მან მოსახლეობას აფხაზური პასპორტების აღება არჩევნებამდე ურჩია, რადგან, მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ეს პროცესი უფრო გართულდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ანქვაბი სერგეი ბაგაფშის პოლიტიკის გამგრძელებელია და იგი გალის მოსახლეობისგან მხარდაჭერას ელის.

ცნობისთვის, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება.

 

საქინფორმი