მისივე თქმით, გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გია ბურჯანაძე, შალვა ოგბაიძე და ლუკა კურტანიძე დაიკითხნენ. „მოკლედ შემიძლია, გითხრათ, რომ ბრალდების მხარეს მოწმეებად ჰყავს გადამდგარი გენერალი გია უჩავა, მისი სამი მეგობარი და მხოლოდ სამართალდამცველები. ამასთან, ვერცერთი მოწმის ჩვენება ბიწაძის ბრალეულობას ვერ ამყარებს, უფრო მეტიც, თავიანთი ჩვენებებით ერთმანეთთან მოდიან წინააღმდეგობაში“, – აცხადებს სამუშია.
ბიწაძის სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, განახლდა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება ბრალი. თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თბილისის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიწაძის ოჯახმა თანხა არ გადაიხადა, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახე შეცვალა და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შს სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსზე ძებნა გამოაცხადა.
ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მისი ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ბიწაძემ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით რომელიმე ქვეყანას მიმართოს.
საქინფორმი