პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: დიდად არ მინდა ევროპაში მოლდოვასავით შესვლა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ, ძალიან განვიცდი, რაც იქ ხდება. ასეთი ევროპაში შესვლა მე დიდად არ მომინდებოდა, არც ის, რაც მოლდოვაში ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირში უნდა შევიდეს წელგამართული.

ევროპა, პირველ რიგში, არის ფასეულობები, მთავარია, საქართველომ ის დაიცვას, რაც აქვს და თავაწეული შევა ევროპაში. ნახეთ ტემპები, რატომ გვაქვს ასეთი ეკონომიკა? რატომ გვაქვს ასეთი სასამართლო? ნახეთ რეიტინგები, გაიხედეთ ირგვლივ, ყველა ქალაქი შეიცვალა. სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი. ევროპა არის, პირველ რიგში, ფასეულობები. ჩვენ ამ ფასეულობებს განუხრელად ვაფუძნებთ, მაგრამ არ მივდივართ ომში, არ ვაწესებთ სანქციებს, არ ვაგდებთ ქვეყნის ეკონომიკას. ესენი ამაზე აწერენ ხელს. მთავარია, ჩვენ გავძლიერდეთ და შეგვეხვეწებიან, ისე შევალთ ევროპაში. მე გაძლევთ ამის გარანტიას“, – განაცხადა ივანიშვილი.