აქტუალური
პატრიარქმა და პრეზიდენტმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

muxaTgverdiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროები არიან დაკრძალული, გვირგვინით შეამკეს.

მათთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შესრულდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპულთა მშობლები და ოჯახის წევრებიც, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საქინფორმი