სამართალი
გრიგორი კარასინი: საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ხერჩინსკი თბილისში გაშმაგდა

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ხერჩინსკი თბილისში გაშმაგდა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გაშმაგდა. თავისი უხეშობით და პირდაპირობით გამაოცა.

ითქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ იქნება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ეს ითქვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში. იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერს ნიშნავს! რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება ხდება. მსგავსი რამის მოთმენა ქართული სიამაყისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა, იქ მათ მართებულობა უკვე დაივიწყეს“, - წერს კარასინი „ტელეგრამის“ არხზე.

აღსანიშნავია, რომ ელჩის გვარი „ჰერჩინსკი“ კარასინმა შეგნებულად დაამახინჯა.