სამართალი
საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს, 16 ოქტომბერს მიიღო.

ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს.

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი 2012 წელს გახდა. 2014 წელს კი ქვეყანა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა და 2015 წელს OGP-ის პირველ ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა. 2017 წელს საქართველო 1 წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარედ აირჩიეს.