აქტუალური
პესკოვი: რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს არჩევნებში

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დასავლეთი საქართველოს საარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი არ ერევა და არც ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და პირდაპირი, დაუფარავი გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ „ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.

რუსული მედიის TASS-ის ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, მოიყვანა თუ არა პესკოვმა იმის მაგალითი, რომ დასავლეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობს.

იმავდროულად, პესკოვმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და განაცხადა, რომ ამ ურთიერთობებში არსებული „სირთულეების“ მიუხედავად, ჰუმანიტარული და ხალხთა შორის კავშირების განვითარებას ხელს არაფერი უშლის.