სამართალი
მედვედევი სათათბიროს სთხოვს სამხედრო ბაზების დაკანონებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

dmitrii_medvedev1საქართველოსთან ომიდან სამი წლისთავზე 8 აგვისტოს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური თხოვნით მიმართა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაერთიანებული რუსული ბაზების დაკანონების თაობაზე.

ბაზების განთავსების თაობაზე აფხაზეთთან შეთანხმებას 2010 წლის 17 თებერვალს მოეწერა ხელი, ხოლო სამხრეთ ოსეთში – 2010 წლის 7 აპრილს.

კრემლის ცნობით, ორივე შეთანხმება არეგულირებს  მხარეთა იურისდიქციის საკითხებს ბაზებთან მიმართებაში და აწესებს სამხედრო შენაერთების ურთიერთქმედებითი გამოყენების წესებს რუსეთისა და რეგიონების „სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების“ დასაცავად; ასევე, რეგულირდება ქონებრივი და სამხედრო ბაზების მოსამსახურეთა სტატუსის საკითხები.

„ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ შეთანხმებების მიხედვით, 3 800-კონტინგენტიანი სამხედრო ბაზები რეგიონებში 49 წლის განმავლობაში დარჩებიან, ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით. სამხრეთ ოსეთში მეოთხე სამხედრო ბაზა ცხინვალსა და ჯავაში არის განთავსებული, ხოლო აფხაზეთში მე–7 რუსული ბაზა დისლოცირებულია გუდაუთასა და ოჩამჩირეში.

ამავე დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ერთად, 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკო.

 

საქინფორმი