სამართალი
ჟურნალისტებს, მათი უფლებების დამცველებსა და ყველა კეთილი ნების ადამიანს!
2011 წლის 10 აგვისტოს, 14:00 საათზე, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის წინ (კოსტავას ქ. 14) ტარდება ბრიფინგი დევიზით: „ჟურნალისტებო, გაუწიეთ ერთმანეთს სოლიდარობა!“
წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმა გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის დასაბრუნებლად და სააქციო საზოგადოება „მასმედიის სახლის“ დასაარსებლად.აქვე მოეწყობა გამოფენა-აქცია, რომელიც ასახავს 2007 წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან ჟურნალისტების განდევნას.
გაკეთდება დეპორტირებულ და რეპრესირებულ ჟურნალისტთა, ყველა კეთილი ნების ადამიანის „სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი“. მასმედიის წარმომადგენლებს დაურიგდებათ პრესრელიზი.
ერთად დგომა სამართლიანობის გამარჯვების საწინდარია! შემოგვიერთდით!
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი,
ახალი ეროვნული მოძრაობა „სამშობლო“.
საქინფორმი