საზოგადოება
კერძო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ქართული ტელემაუწყებლობა „ივერია“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. ფოთი, ქ. სენაკი, ქ. ქუთაისი და ქ. რუსთავი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი.
საკითხის ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 26 აგვისტოს, 16:00 საათზე, გაიმართება, გადაწყვეტილება კი მიიღება ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
რაც შეეხება მაუწყებლობის დაწყების ვადას, ქართულ ტელემაუწყებლობა „ივერიას“ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.
საქინფორმი