პოლიტიკა
გახარია თუ პრობლემა იყო, რატომ გახადეს პრემიერ-მინისტრი?

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. 2019 წელს გიორგი გახარიას დაწინაურება, რომელმაც, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გარედან დაკვეთით შეარყია სისტემის და მთლიანად ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი მხრიდან იყო გახარიას პატრონებისთვის გადახდილი ერთგვარი ხარკი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა.

გახარიას სახელს უკავშირდება რამდენიმე მსხვილი სპეცოპერაცია, მათ შორის 2018 წლის მაისში თბილისის ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია, რასაც მოჰყვა ახალგაზრდების პროტესტი, ასევე 2021 წლის 21 ივნისის ღამეს პარლამენტთან ანტირუსული აქციის დარბევა, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.

ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა - თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად", - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მაშინ გახარიას უცხოეთში ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს, რომლებსაც საქართველოს მმართველი პარტია დღემდე უწევს ანგარიშს.

ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ

ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, გახარიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რადგან იგი ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მდინარაძე ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომის თემას - გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან" აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. გახარია „ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა. გახარიას მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად იყო მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ უნდა დაეკავებინა ნიკანორ მელია", - განაცხადა მდინარაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, მაშინ გახარიას გეგმა გაცხადდა და პროვოკაციაც თავიდან იქნა აცილებული.

მდინარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და საქართველოს ექს-პრემიერი, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია „კოლექტიური აგენტურის“ რიგითი წევრებისაგან არაფრით განსხვავდება.

მმართველ პარტიაში „კოლექტიურ აგენტურად", „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.

გახარიაც დავალებებს საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება. „ქართული ოცნებისხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა", - განაცხადა მდინარაძემ.

საკუთარი სიტყვების დასტურად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დაასახელა შსს-ს სპეცოპერაცია იმ დროს, როცა სამინისტროს გახარია ხელმძღვანელობდა.

ყველასთვის მოულოდნელად შევარდა ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, სადაც ისინი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, ხელისუფლება და პოლიცია აღმოჩნდა დამნაშავე. შემდეგ, მომიტინგეების წინაშე სწორედ პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა და სამართალდამცველთა იმიჯი დააზიანა", - განაცხადა მდინარაძემ.

რეიდები 2018 წლის 12 მაისს თბილისის ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბებში „ბასიანი“ (Bassiani) და „გალერი“ (Cafe Gallery) განხორციელდა, რომელზეც შსს სამი თვის განმავლობაში თვალთვალს ახორციელებდა. მაშინ სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოვლინდა ნარკორეალიზატორთა ჯგუფი და მათი კავშირი ღამის კლუბებთან.

რეიდებს „ტუსოვშიკების" საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თბილისში პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ, პოლიციას სპეცოპერაციის დროს ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ და ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შერბილებას მოითხოვდნენ. აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც გახარიამ აქციაზე სცენაზე ავიდა და შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის კიდევ ერთ მაგალითად მდინარაძემ 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

პანკისში, სადაც ქვეყნისათვის საჭირო ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიზანმიმართულად სპეცრაზმი და მოსახლეობა ერთმანეთს ისეთი ფორმით დაუპირისპირა, რომ სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმი დარჩა შეურაცხყოფილი, რაც მასზე გაცემული კონკრეტული დავალება იყო", - განაცხადა მდინარაძემ.

იმ დღეს მოხდა შეტაკება შსს-ის ძალებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სოფელ ბირკიანთან, მდინარე ალაზნის პირას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ძალოვანები. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ასევე შეეხო 2019 წლის აგვისტოში ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონთან (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან და სოფელ წნელისთან პოლიციის განყოფილების თემას.

გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი. პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა ისე, რომ საკითხი გუნდის არცერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან არ შეუთანხმებია", - განაცხადა მდინარაძემ.

მან ექს-მინისტრის გადაწყვეტილებას „გაუგონარი პროვოკაცია" უწოდა, რასაც მეორე მხრიდან მოჰყვა სამჯერ მეტი საგუშაგოს გახსნა და სოფელ ჩორჩანას მოსახლეობისთვის ტყით სარგებლობის უფლების დაკარგვა. მისი თქმით, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი.

პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც, დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომში, შესაძლოა, გადაზრდილიყო", - განაცხადა მდინარაძემ.

დასასრულს მან გაიხსენა 2018 წლის 20-21 ივნისის ანტირუსული აქციის დარბევა, რომელიც გადაიზარდა არეულობასა და ანტისამთავრობო აქციებში.

მან პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება გარდაუვალი ყოფილიყო, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მიაყოლა. გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლების და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი.