პოლიტიკა
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს ვებგვერდი copoka.net–ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ფოტოგრაფების საქმეს.
ჩანაწერების მნიშვნელოვან ნაწილში, ამ ვებგვერდის მიხედვით, საუბრობს სწორედ შოთა უტიაშვილი. „ნეტგაზეთს“ სურდა, ეკითხა მისთვის ამ ჩანაწერების აუთენტურობის შესახებ, თუმცა უტიაშვილმა განაცხადა, რომ არ მოუსმენია ამ ჩანაწერებისთვის და არ აქვს ინფორმაცია მათი გამოქვეყნების შესახებ.რუსულენოვანმა ვებგვერდმა copoka.net–მა აუდიოჩანაწერები – საუბრები თითქოსდა შინაგან საქმეთა მინისტრსა და უტიაშვილს შორის, ასევე, მინისტრ მერაბიშვილის საუბრები პრეზედენტ სააკაშვილთან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და შსს–ის ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილთან – 4 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ყველა ჩანაწერი ეხება ფოტოგრაფების საქმეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად აუთენტურია ისინი.
copoka.net–მა 2010 წლის მარტშიც გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრები, რომლებიც შეეხებოდა ტელეკომპანია „იმედში“ გასულ „მოდელირებული ქრონიკის“ თემას.