არის თუ არა აუთენტური copoka.net–ის გამოქვეყნებული ჩანაწერი ნამდვილი – ამ კითხვაზე პრეზიდენტის პრესსპიკერი კომენტარს არ აკეთებს.
copoka.net–ის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ერთ–ერთი არის თითქოსდა საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შორის.„ეს ის საკითხია, რომელზედაც ვთვლი, რომ კომენტარი არ უნდა გავაკეთოთ“,– განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ "ნეტგაზეთთან" საუბრისას.
copoka.net–მა გამოაქვეყნა რამდენიმე ფარული ჩანაწერი, რომლებიც დაკავებული ფოტოგრაფების საქმეს ეხება. ამ ჩანაწერებში, საიტის მიხედვით, საუბრობენ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი. ვანო მერაბიშვილი, ასევე, ესაუბრება იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, შსს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილსა და შსს–ის ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილს.
ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია ჩანაწერების აუთენტურობა.
copoka.net –მა საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე, გამოაქვეყნა ჩანაწერები 2010 წლის მარტში ტელეკომპანია „იმედში“ გასულ „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით.