სამართალი
ირაკლი კობახიძე: ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტია ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც არის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩინელ პარტნიორებს ამ მხარდაჭერისთვის.

რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი - გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. პოლიტიკური კუთხით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც“, - აღნიშნა პრემიერმა.