საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარი გახდა

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7335 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0175 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0251 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.