საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. მაქსიმალურად გვჭირდება დღეს დაფუძნებული მხარდამჭერთა კლუბის მობილიზაცია. მხარდამჭერთა კლუბის მუშაობაც ხელს შეუწყობს, რომ გვექნება ძალიან ღირსეული შედეგი 26 ოქტომბრის არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ყველაფერს გაკეთებენ, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

რა თქმა უნდა, მაქსიმალურად არის გააქტიურებული საარჩევნო შტაბის მუშაობა. მაქსიმალურად გვჭირდება მხარდაჭერის მობილიზაცია. ამ შტაბის მუშაობაც ხელს შეუწყობს იმას, რომ გვექნება ძალიან ღირსეული შედეგი 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენი მხარდაჭერა დღესაც არის დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა მუდმივად უნდა ვიყოთ მობილიზებული. რა თქმა უნდა, ყოველ ხმას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.