საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინა ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანა ნატო-ში მიიწვიონ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ძნელი მისაღწევი , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, თუმცა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამოცანას რეალურად მიიჩნევს და უკრაინა გააგრძელებს ამაზე მუშაობას.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ ეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი უცვლელი რჩება - ალიანსის სრულუფლებიანი წევრობა.
„ჩვენი მიზანია უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრიანება ალიანსში, უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი ქვეყანა, უკრაინელები ამას იმსახურებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში უკრაინაში დღეს პირველი ვიზიტით ჩავიდა.
interpressnews.ge