უცხოეთი
ისრაელმა ანტონიო გუტერეში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში„პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშის გამოხმაურებაზე პასუხს წარმოადგენს.

„მან ირანი სახელით ვერ მოიხსენია და ირანის აგრესია კატეგორიულად ვერ დაგმო. ის, ვინც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ირანის საშინელ თავდასხმას ვერ გმობს, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge