აბაშის გამგებელმა სამეგრელო ტერიტორიების „დაკარგვას“ გადაარჩინა
როგორც
საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, აბაშის რაიონის სამი სოფელი – კეტილარი, კოდორი და გულეიკარი – სადაც ათასამდე ოჯახი ცხოვრობს, ტერიტორიულად ესაზღვრება გურიას, ლანჩხუთის რაიონს, ხოლო აბაშის ცენტრიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოდა, უგზოობის გამო შემოვლითი გზით უწევდათ აბაშაში ჩასვლა, რაც დამატებით 25 კილომეტრის გავლას ნიშნავდა. ამის გამო მათ მრავალჯერ დააყენეს სოფლების ლანჩხუთის რაიონისთვის მიერთების საკითხი. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სოფლების ტერიტორიაზე მდებარეობს ანჯელის ცნობილი მასივი – აბაშის რაიონში ყველაზე საუკეთესო და შემოსავლიანი მიწები სიმინდისა და სოიოს მოსაყვანად, ინვესტორებს კი უგზოობის გამო პრობლემები ექმნებათ.
აბაშის გამგებელ გურამ გუნავას ძალისხმევით ამ სოფლების მიმართულებით 2 წლის წინათ დაწყებული გზის მშენებლობა ახლახან დასრულდა. მწყობრში ჩადგა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე რკინა-ბეტონის გზა 50-წლიანი გარანტიით, რომლის სიგრძეც 25 კილომეტრია. ამ გზის მშენებლობის შემდეგ მოსახლეობას უკვე გაუქრა სოფლების ლანჩხუთის რაიონთან მიერთების სურვილი. ასე რომ, გურამ გუნავამ სამეგრელო ტერიტორიების დაკარგვას გადაარჩინა.
საქინფორმი