”დიქტატურა მოდის!“ - განაცხადა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა შევარდნაძემ 1990 წლის დეკემბერში ყრილობის ტრიბუნიდან და პროტესტის ნიშნად გადადგა. სინამდვილეში, შევარდნაძეს რუსეთში დემოკრატიის ბედი ისევე ადარდებდა, როგორც დღეს ამერიკას აწუხებს საქართველოში „დემოკრატიისთვის არსებული საფრთხე“ - ამბროსიევიჩს უბრალოდ ეშინოდა, რომ თუ პატრიოტები მოვიდოდნენ კრემლში, გამოვლინდებოდა მისი როლი საბჭოთა კავშირის და ვარშავის ხელშეკრულების ლიკვიდაციაში (ანუ, მომავალში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაში), რისთვისაც მას თავის მეგობარ გორბაჩოვთან ერთად გაასამართლებენ...
რატომ არის აშშ ასე გაბრაზებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და სურს მისი შეცვლა? კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვა მხოლოდ საბაბია, ამერიკული FARA-ს კანონისგან განსხვავებით, მხოლოდ წლის განმავლობაში მიღებული გრანტების დეკლარაციის შევსება სულაც არ უშლის ხელს დასავლეთს, თუნდაც მილიარდები გადაურიცხოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ქართველი ჰომოსექსუალების ცხოვრებაშიც ბევრი არაფერი შეიცვლება - რუსეთში ლგბტ კანონით აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ განა ვინმეს სმენია, რომ ამერიკას ამისთვის რუსეთისთვის თუნდაც ერთხელ ესაყვედურა?! მაშ, რატომ უნდა აწუხებდეს აშშ-ს გენდერ-არეული ქართველების უფლებები უფრო მეტად, ვიდრე რუსების?!
საქართველოს ნაწილობრივი შეერთება ანტირუსული ეკონომიკურ სანქციებისთვის ასევე არასერიოზული მიზეზია - რაოდენ ჩლუნგებიც არ უნდა იყვნენ ვაშინგტონში, ესმით, რომ ხელისუფლება, რომელიც საქართველოს დატოვებს რუსული პურისა და ფულის გარეშე, ხოლო ქართულ პროდუქტს - ერთადერთი რუსული ბაზრის გარეშე, ერთ დღესაც ვერ გაძლებს.
მთავარი იდეა - ხელისუფლებაში ოპოზიციის მოყვანა უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მეორე დღესვე მოიხდის თავის მოვალეობას უკრაინის წინაშე - უბრძანებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იერიში მიიტანონ აფხაზეთში მე-7 რუსულ სამხედრო ბაზაზე (და შესაძლოა - მე-4 სამაჩაბლოში). ამგვარად, საქართველო გახსნის მეორე ფრონტს და გადაიზიდავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გარკვეულ ძალებს პირველი უკრაინული ფრონტიდან (სწორედ ურთიერთდახმარება რუსეთის წინააღმდეგ იქცა უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ასოცირებული ტრიოს და ყირიმის პლატფორმის ხელმოწერის მოტივად). სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს 12 წლის შემდეგ სურს საქართველოს გამოგლეჯა აშშ-ის კლანჭებიდან - ისევე, როგორც 2012 წელს გამოსტაცა იგი ამერიკის მარიონეტი სააკაშვილის ხელიდან - მსოფლიოში ერთადერთი პრეზიდენტისა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა!
ეთნიკურად სომეხი სააკაშვილი და ებრაელი ზელენსკი სუპერმოღალატეების განსაკუთრებული ფსიქოტიპია, რომლებიც არაფრად აგდებენ არც თავიანთ სამშობლოს და არც თავიანთ ერს, ასეთ მოღალატეებს იცნობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ისტორია. ესაა ორი მოთამაშე - სადისტური მიდრეკილებების მქონე ფსიქიკადაზიანებული ავანტიურისტი, რომლებიც დაკომპლექსებული არიან ახალგაზრდობიდანვე, რადგან იციან თავიანთი მოკრძალებული შესაძლებლობები - იციან, რომ მათი, კომედიანტების ნიჭი არასოდეს იქნება საკმარისი დიდი ფულისა და ძალაუფლების მისაღწევად. და აქ ისინი „ცერეუ“-მ შეიკედლა, სააკაშვილის შემთხვევაში - ბიძის, „კეგებე“-ს პოლკოვნილის ალასანიას ხელით.
უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება - ეს იქნება ან ტექნიკური დამარცხება, ან კიევის კაპიტულაცია რუსეთის პირობებით, რაც დიდწილად დამოკიდებული იქნება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პოზიციაზე. მაგრამ რადგან საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე (26 ოქტომბერი - 6 ნოემბერი), მაშინ უარეს შემთხვევაში (საქართველოში ოპოზიცია იმარჯვებს, აშშ-ში კი ჰარისი), უკრაინაში დამარცხების გამო ვაშინგტონი საქართველოში კომპენსაციას მოისურვებს. თუ „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ავანტიურა გასაგები მიზეზების გამო დიდხანს არ გაგრძელდებოდა (ქართული ჯარის ელვისებურ დამარცხებას მოჰყვება რეაბილიტაციას დაუქვემდებარებელი ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის დაშლა - ბევრად უფრო სერიოზული, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში), მაშინ „რევოლუცია“ ახლად არჩეული ხელისუფლების დამხობის მიზნით შეიძლება გარკვეულ ხანს გაგრძელდეს (როგორც 2003 წლის ნოემბერში თბილისში). უკრაინაში მარცხის კომპენსირებას შეერთებული შტატები, საქართველოს გარდა, შეეცდება ბელორუსიაში, მინსკში 2020 წლის აგვისტოს „რევოლუციის“ მცდელობის გამეორებით.
არნო ხიდირბეგიშვილი ,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 27 სექტემბერი
საქართველო, თბილისი