სამართალი
„Amnesty International“ საქართველოს მთავრობისგან დევნილების იძულებითი გამოსახლების შეჩერებას მოითხოვს

amnesty-international-logo„Amnesty International“-მა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა იძულებითი გამოსახლება შეაჩეროს და ისინი ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოს. ორგანიზაციის მიერ მომზადებული 29-გვერდიანი ანგარიში ბოლო ორი წლის განმავლობაში დევნილთა გამოსახლების დეტალებს მოიცავს.

ამასთან, „Amnesty International“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს მოუწოდებს, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები დაიცვან და თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება მისცენ.

„იმ პირობებში, როცა დევნილთა დაუყოვნებლივ დაბრუნება შეუძლებელია, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციისთვის და მათ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები შესთავაზოს“, – ნათქვამია „Amnesty International“-ის განცხადებაში.

 

საქინფორმი