პოლიტიკა
უკრაინის დასავლეთ რეგიონში უკრაინისა და ნატოს ერთობლივი წვრთნა მიმდინარეობს. სწავლებაში ალიანსის წევრი 13 ქვეყანა და პარტნიორი სახელმწიფოები, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობენ.
წვრთნაში სულ 1 600 ჯარისკაცია ჩართული.მისი მთავარი მიზანი ინტეგრირებული ოპერაციების დროს სამხედრო პერსონალის წარმატებული მუშაობისთვის მომზადებაა.
უკრაინა-ნატოს წვრთნა უკრაინის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში იმართება და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქინფორმი