პოლიტიკა
აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირი არჩევნებზე ანქვაბის მხარეზეა

ankvabაფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირი არჩევნებზე ანქვაბის მხარეზეა.

„აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირი „ამცახარას“ განცხადებით, 26 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს უჭერს მხარს“, – განაცხადა „აფსნიპრესმა“.

ანქვაბს მომავალ არჩევნებზე მმართველმა პარტიამაც გამოუცხადა მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე, მონაწილეობენ რეგიონის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

 

საქინფორმი