აქტუალური
უცხოეთიდან ფულად დახმარებას საქართველოში ოჯახების 9%-ს იღებს

gzavnili_photoამერიკულმა ორგანიზაცია „Gallup“-მა მსოფლიოს 135 ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი ამანათების კვლევა ჩაატარა, რომლის დროსაც თითოეული ქვეყნის 15 წელზე მეტი ასაკის საშუალოდ 2 ათასი რესპონდენტი გამოკითხა. „Gallup“-ის კვლევა სხვა მსგავსი ტიპის კვლევებისგან იმით განსხვავდება, რომ ადგენს, თუ რამდენი მოზრდილი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, რომელიც უცხოეთიდან დახმარების სახით იღებს ფულს ან რაიმე ტიპის პროდუქციას. ასევე, კონკრეტულად, რომელ ქვეყანაში და რა ტიპის დასახლებაში მიდის ეს დახმარება.

საქართველოში 2009 და 2010 წლების გაერთიანებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცხოეთიდან დახმარება ოჯახების 9%-მა მიიღო.

საქართველოს უშუალო მეზობლებიდან აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში უცხოური გზავნილების მიმღები ოჯახების რაოდენობა 5%-ზე ნაკლებია. სომხეთში კი – 13%, რასაც ამერიკული ორგანიზაცია სხვა ქვეყნებში სომხეთის ფართო დიასპორის არსებობით ხსნის. უცხოეთიდან დახმარების მიმღები ოჯახების ყველაზე დიდი რაოდენობა – 20%-ზე მეტი – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ნაწილში – აფრიკაში დაფიქსირდა.

 

საქინფორმი