საზოგადოება
საბავშვო ბაღებში დაფინანსების მეთოდი შეიცვალა

bagiახალი სასწავლო წლიდან თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ინდივიდუალური გადასახადი ამოქმედდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ბაღებს შეეძლებათ დადგენილი სტანდარტისა და ხარისხის შესაბამისი გადასახადი დააწესონ, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად ბაღში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება.

ახალი სისტემით, მშობელი მეორე შვილის სწავლებაში პირველი შვილის სწავლის საფასურის 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლა უფასო იქნება. სოციალურად დაუცველი და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვების გადასახადს მერია დაფარავს.

რა თანხას შეადგენს ერთი ბავშვის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, არ კონკრეტდება, თუმცა საბავშვო ბაღების დირექტორთა ნაწილი ფიქრობს, რომ ერთ ბავშვზე გადასახადი 80 ლარის ფარგლებში იქნება.

 

საქინფორმი