პოლიტიკა
26 მაისს ჩადენილი დანაშაული მხოლოდ იმ პირებმა აღიარეს, რომლებიც დაკავებულთა ოფიციალურ სიაში არ ფიგურირებენ

prokurპროკურატურამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით ბრალდება წარედგინა შვიდ პირს. უწყების ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ხუთმა  ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე იშუამდგომლა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 28-29 ივლისს დამტკიცებულ იქნა  საპროცესო შეთანხმებები შემდეგ სასჯელებზე: ამირან მერებაშვილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; ალექსანდრე ბიბილური –  8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; ნიკოლოზ ზაუტაშვილი –  8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; კობა კობაური – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; ილია ზივზივაძე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი; შაქრია ზურაშვილისა და ივანე ჩიღვინაძის  მიმართ გამოძიება გრძელდება.

შემდგომში საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას, სადაც ამომწურავად და დეტალურად იქნება ასახული  გამოძიების პროცესში გამოკვეთილი ყველა ფაქტი და საზოგადოებისთვის საინტერესო გარემოება, მათ შორის, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად უდევს ბრალდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იმ ხუთი დაკავებულიდან, რომელთაც, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდნენ, არცერთი მათგანი შსს-ის მიერ მიმდინარე წლის 27 მაისს გამოქვეყნებულ დაკავებულთა სიაში არ ფიგურირებს. სიაში მხოლოდ ის ორი ადამიანია, რომელთაც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვეს და ამ დრომდე არც ბრალი უღიარებიათ. ესენი არიან „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის ესკორტის მძღოლი ივანე ჩიღვინაძე და ბურჯანაძის პარტიის წევრი შაქრია ზურაშვილი.

საქინფორმი დაინტერესდა, რატომ არ იყო საპროცესო შეთანხმებაზე წასულ პირთა გვარები თავის დროზე დაკავებულთა ოფიციალურ სიაში, თუმცა შსს-ში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მათ შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერც პროკურატურაში მოვიძიეთ, რადგან იქაც ზემოაღნიშნული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით.

საქინფორმი გთავაზობთ შსს-ის მიერ მიმდინარე წლის 27 მაისს გავრცელებულ დაკავებულთა გვარებს: ბრალმეტრეველი რამაზ; ქვარიანი ემზარ; ბერიშვილი ლევან; ზურაშვილი შაქრია; გულუაშვილი ივანე; ბურდული მიხეილ; კვარაცხელია ხვიჩა; პაპუნაშვილი ელგუჯა; წაქაძე ირაკლი; ბუჯიაშვილი გიორგი; ბულბულაშვილი ვლადიმერ; ქურდიანი გივი; ხაჩიძე ზაზა; ლაგვილავა აიდმირ; გურგენაძე გიორგი; ჩუბინიძე ამირან; გავაშელიშვილი გიგა; მატიაშვილი გიორგი; ონიანი ელგუჯა; ტიტვინიძე დიმიტრი; კვარაცხელია ირაკლი; რიჟამაძე ავთანდილ; მაყიშვილი ზურაბ; დევნოზაშვილი ვეფხია; დუნდუა გიორგი; ლაშხი გოჩა; კუტალაძე ვარდენ; გორა აანდრეი; დუმბაძე მურმან; ჩუბინიძე ალექსანდრე; ჭიკაიძე ზურაბ; ლატარია რამაზ; ჩალაბაშვილი მამუკა; ჯავახიშვილი ლაშა; კვინიკაძე  ზურაბ; კიკილაშვილი ზურაბ; სანიკიძე ნიკა ; მგელაძე რეზო; მგელაძე სიმონ; ღონღაძე ზურაბ; რევიშვილი გიორგი; ბიწაძე რემი; ახვლედიანი ზვიად; ხუსკივაძე ლაშა; ფირცხალაიშვილი გიორგი ; შაყულაშვილი დავით; ბერიშვილი გიორგი; წერეთელი მალხაზ; ჭელიძე ცოტნე; გოჩიტაშვილი თორნიკე; იურინი ბორის; მარღიშვილი მამუკა; ქიტიაშვილი ზურაბ; ლელაძე სიმონ; კეკელია გიორგი; ლაჩიშვილი უჩა; წურწუმია პაატა; ქოჩქიანი გიორგი; ცუხიშვილი მამუკა; რობაქიძე ლუხუმი; სამხარაძე ნიკა; ბერიაშვილი ირაკლი; კუპრაშვლი გიგლა; გოგიტიძე გედევან; გასანოვი რამინ; გაბიდაური მერაბ; გლურჯიძე ავთანდილ; ექთურმანიძე ონისე; ვარძელაშვილი გიორგი; ბურჯანაძე არჩილ; აბულაძე პაატა; ოგბაიძე გიორგი; ნეფარიძე გიორგი; დიდებაშვილი როინ; დარასელია ელგუჯა; წიკლაური პაატა; ჭანტურია გიორგი; აბაშიძე გიორგი; კვარაცხელია დემნა; ბიწაძე ელიზბარ; კეზუა მიხეილ; ბუჩუკური ბესიკ; იავორსკი ალექსანდრე; რიკაძე ოთარ; ლომიძე ნიკო; ჩადუნელი ტრისტან; გიორგაძე ზვიად; მოდრეკილაძე გიორგი; კეკუტია ვარლამ; მუმლაძე კობა; მეფარიშვილი დავით; გიორგაძე ჟორა; ქამადაძე ნუგზარ; ნაჭყებია ალიკა; გველსიანი ნუგზარ; ჯაჭვლიანი იოსებ; ბუხნიკაშვილი გელა; წიკლაური ომარ; დონაძე ალექსანდრე; გურასპაშვილი ალექსანდრე; ჯანიაშვილი ირაკლი; აკოფიანი მორის; შარუხია დავით; გოცირიძე კობა; ჩიღვინაძე ივანე.

P.S. ამ მონაცემების შემდეგ დაკავებულთა სხვა სია შსს-ს არ გაუვრცელებია. 

საქინფორმი