პოლიტიკა
ნიკოლოზ ვაშაკიძესა და ჯონ ბასს შორის შეხვედრა გაიმართა

basiსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, 2011 წლის 3 აგვისტოს სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძესა და საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასს შორის.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და აშშ-ის ელჩმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები.

 

საქინფორმი